მარნეულში, „მარნეულობა 2023“ 17 სექტემბერს გაიმართება

17 სექტემბერს, ქალაქ მარნეულში, „მარნეულობა 2023“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მასშტაბური ღონისძიება „მარნეულობა“ პირველად ტარდება და მარნეულის მუნიციპალიტეტის მრავალფეროვანი კულტურის, სხვადასხვა ეთნოსის ჰარმონიული თანაცხოვრების წარმოჩენას ემსახურება.

ღონისძიება ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერში ჩატარდება. პროგრამა კი 13:00 საათზე დაიწყება.

მარნეულის მერია ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

13:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

14:00 - მუზეუმი ღია ცის ქვეშ - მარნეულის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ წარმოდგენილი ტრადიციული ქართული, აზერბაიჯანული, სომხური, ბერძნული კულინარიის დეგუსტაცია და ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა;

14:00 – 15:00 საბავშვო გასართობი შოუ ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების მონაწილეობით;

14:30 - მასტერკლასები: ყურძნის დაწურვა საწნახელში, პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება;

დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სპორტული აქტივობა;

15:00 - კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით; ანსამბლი ჰუჯაბი;

ოფიციალური პირების სიტყვით გამოსვლა;

18:30 – 19:10 - მომღერალი ნინო ჩხეიძე;

19:10 – 20:10 - ღამის შოუს ბენდი;

20: 10 - ფეიერვერკი.

„ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით მუნიციპალური ტრანსპორტი ღონისძიებაზე დასწრების მსურველ მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება!

შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ „მარნეულობა 2023““ , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო