მაია ბითაძე - მსოფლიოში განვითარებულმა ბუნებრივმა მოვლენებმა დაგვანახა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა უნდა დავუთმოთ გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხებს

მთელ მსოფლიოში განვითარებულმა სხვადასხვა ბუნებრივმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა უნდა დავუთმოთ გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხებს. ამ საკითხების რეგულირება იწყება სამართლებრივი აქტების მოწესრიგებით, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რომლის თემაა - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" .

მისივე თქმით, 2014 წლიდან, ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების დღიდან დღემდე დიდი ძალისხმევაა გაწეული.

„დაახლოებით 200-მდე სამართლებრივი აქტი, დირექტივა და რეგულაციაა, რომელთანაც ჰარმონიზაცია დავიწყეთ 2014 წლიდან, შეიძლება ითქვას, რომ სამართლებრივი აქტების მიღების კუთხით ეს ძალიან წარმატებულია, დაახლოებით 65% სამართლებრივი აქტების გადმოტანილი გვაქვს ეროვნულ კანონმდებლობაში", - განაცხადა მაია ბითაძემ.

მანვე კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხები, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად არის ჩართული, კანონშემოქმედებით პროცესს წაადგება.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსი ესწრება და დღეს სამოქალაქო საზოგადოებას ექნება საშუალება ყველა ის კითხვა დასვას, რომელიც დაკავშირებულია გარემოს დაცვასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან, შრომის უფლებებთან", - განაცხადა მაია ბითაძემ.

საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, კონფერენცია თემაზე - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" მიმდინარეობს.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებმა.

კონფერენციაზე ძირითადი განსახილველი საკითხები უკავშირდება გარემოს დაცვას და სოფლის მეურნეობას, ასევე ეკონომიკურ ინტეგრაციას და შრომით უფლებებს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი