მარნეულის მერია - მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 300-მდე ბავშვს სასკოლო ჩანთები და სასწავლო-საკანცელარიო ნივთები დაურიგდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, 2023 სასწავლო წლის დადგომასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 300-მდე ბავშვს სასკოლო ჩანთები და სასწავლო/საკანცელარიო ნივთები დაურიგდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში შეკრებილ მოსწავლეებს და მათ მშობლებს, სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და საჩუქრები პირადად გადასცეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ სასკოლო ჩანთები და ნივთები სოციალურად შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების სასკოლო ასაკის ბავშვებს, სსსმ და შშმ მოსწავლეებს გადასცა.

„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ყველა მოსწავლეს და განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარს.

დღეს, იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჩვენგან განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებენ, სასკოლო ნივთები და ჩანთები გადავეცით.

წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ ყველა მოსწავლეს!“, - აცხადებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში