ლანჩხუთის მერი - ამ დროისთვის, გეოლოგების მიერ შემოწმებული სახლებიდან 200-მდე სახლზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა, ანუ ეს ოჯახები განსახლებას ექვემდებარებიან

ამ დროისთვის გეოლოგების მიერ შემოწმებული სახლებიდან 200-მდე სახლზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა, ანუ 200-მდე ოჯახი ექვემდებარება განსახლებას, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია სრულად აღდგენილია.

ბუნებრივი აირის მიწოდებისა და წყალმომარაგების აღდგენის კუთხით სამუშაოები გრძელდება.

როგორც მერმა აღნიშნა, ახალი სასწავლო წელი მუნიციპალიტეტის სამ საჯარო სკოლაში ვერ დაიწყო.

„დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შედარებით მშვიდი სიტუაცია გვაქვს. გზების 90% გახსნილია, დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე უბანი, სადაც გეოლოგები ჯერ შესვლას არ გვირჩევენ. მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. რაც შეეხება გაზიფიცირებას, გვრჩება უბნები, სადაც გეოლოგები გვეუბნებიან, რომ შესვლა არ შეიძლება. ქალაქში წყალმომარაგება აღდგენილია, ხოლო სოფლებში ჯერჯერობით ფიზიკურად ვერ ვახერხებთ აღდგენას, რადგან ყველა წყალსაცავი დამარხულია. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ დღეებში დასრულდეს გაწმენდითი სამუშაოები და ორშაბათიდან დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს, რაც მასშტაბური იქნება. სოფელ ხორეთთან დროებით დამაკავშირებელი საფეხმავლო და სამანქანე ხიდი უკვე მოეწყო. ამ დროისთვის გეოლოგების მიერ შემოწმებული სახლებიდან 200-მდე სახლზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა, ანუ 200-მდე ოჯახი ექვემდებარება განსახლებას. სასწავლო პროცესი ვერ დავიწყეთ მხოლოდ სამ საჯარო სკოლაში: ჩოჩხათში, შრომის უბანსა და ნინოშვილში”, - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა “ინტერპრესნიუსთან“.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა