შალვა პაპუაშვილი - სამარცხვინო საქციელია, რომ სააკაშვილმა ბიუჯეტის ფულით პერსონალური სამედიცინო მომსახურებით, საკუთარი შვილის სკოლის ფულის ბიუჯეტიდან გადახდით და პირადი მიზნით სახელმწიფო თვითმფრინავით ისარგებლა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამარცხვინო საქციელია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბიუჯეტის ფულით პერსონალური სამედიცინო მომსახურებით, საკუთარი შვილის სკოლის ფულის ბიუჯეტიდან გადახდით და პირადი მიზნით სახელმწიფო თვითმფრინავით ისარგებლა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკური კორუფციით ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, მიხეილ სააკაშვილი რამენაირად ციხიდან გამოიხსნას.

„ფაქტობრივად, რთული იყო წარმოგვედგინა, რა შეიძლება გაგვეგო ბიუჯეტის ხარჯზე სააკაშვილის ფუფუნებისკენ მიდრეკილი ცხოვრების შესახებ მას შემდეგ, რაც აქამდე მოსმენილი გვქონდა, დაწყებული პერსონალური სამედიცინო მომსახურებით, გაგრძელებული საკუთარი შვილის სკოლის ფულის ბიუჯეტიდან გადახდით, რაც რა თქმა უნდა, სამარცხვინო საქციელია. ამის შემდეგ კიდევ დამატებით რა შეიძლება გაგვეგო?! ეს ინფორმაცია ყველასთვის სიურპრიზი იყო აღმოჩნდა, აქამდე ცნობილი არ იყო, როგორ იყენებდა ის სახელმწიფო თვითმფრინავს, ბიუჯეტის ფულს იმისთვის, რომ პირადი ტურისტული მოგზაურობები მოეწყო ვიღაცების საფლავზე თუ ღირსშესანიშნავ ადგილებში. ეს ინფორმაცია როცა გახდა ცნობილი, როგორც ჩანს, თავდაცვის სამინისტრო დაინტერესდა, რანაირად ხდებოდა ეს ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ არსებობს გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტები, რომელშიც ეს მონაცემები სავარაუდოდ არის აღწერილი. შესაბამისად, როგორც ვიცი, თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ გრიფით საიდუმლოს მოხსნასთან დაკავშირებით და საზოგადოება გაიგებს, რასთან ჰქონდა საქმე. ეს „დემოკრატიის შუქურა“, რომელსაც გარედან პოლიტიკური კორუფციით ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი და ქსელი ცდილობს, რომ რამენაირად ციხიდან გამოიხსნას, შევხედავთ, ეს ფუფუნების მოყვარული ადამიანი კიდევ რით იყო დაკავებული ჩვენი ხალხის ფულის ხარჯზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო