შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ ისტორიულ, რელიგიურ, კულტურულ, კეთილმეზობლურ კავშირებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის მეგობრობას მყარ საფუძველს უქმნის.

აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობა, როგორც ორ ქვეყანას შორის ნდობისა და მეგობრობის განმტკიცების კარგი შესაძლებლობა.

თავმჯდომარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შავი ზღვა ორი ქვეყნისთვის არა გამყოფი ზოლი, არამედ დამაკავშირებელი ფაქტორია. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის ფონზე, განსაკუთრებით იზრდება შავ ზღვაში დაკავშირებადობის მნიშვნელობა ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის გასაძლიერებლად.

შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, მოლოდინებზე შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიმართ თანაბარი მიდგომის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

როსენ ჟელიაზკოვმა განაცხადა, რომ ბულგარეთმა უკვე გაიარა ის ეტაპები, რომლებსაც ახლა საქართველო გადის, მისთვის ცნობილია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა სირთულეებითაა სავსე და საზოგადოების მოთმინებასა და დიდ ენთუზიაზმს საჭიროებს. მისი თქმით, ბულგარეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას და მზად არის, გამოცდილების გაზიარებისთვის.

როსენ ჟელიაზკოვმა, აგრეთვე, გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბულგარეთის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო