თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთის მე-5 ახლად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სრულად რეაბილიტირებული მე-5 საჯარო სკოლიდან მიულოცა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის განცხადებით მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს ღირსეული პირობები, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს შესაძლებლობა მაქსიმუმი გააკეთოს, რომ აღზარდოს განათლებული მომავალი თაობა.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მიხარია, რომ ახალ გარემონტებულ და რეაბილიტირებულ სკოლაში გააგრძელებთ ცოდნის მიღებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მუნიციპალიტეტში იყოს თანაბარი პირობები ცოდნის მისაღებად და ყველაფერი გაკეთდება, რომ სამინისტროს პროგრამები იყოს ორიენტირებული წახალისებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე. დარწმუნებული ვარ აქ მიღებული ცოდნით იამაყებს როგორც თქვენი რაიონი, თქვენი მშობლები და ჩვენი ქვეყანა“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ქობულეთის N5 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განხორციელდა შენობის ფასადის, შიდა სივრცის რეაბილიტაცია. სრულად კეთილმოეწყო სკოლის ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 90-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. მხოლოდ 2022-2023 სასწავლო წელს 7 ახალი სკოლა შეემატა აჭარას და 25 000 მოსწავლისთვის გაუმჯობესდა სასწავლო გარემო.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის