თეთრიწყაროში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

თეთრიწყაროში, თამარ მეფის 1 #34 ნომერში, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული დახმარების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრში შესაძლებელი იქნება უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის.

„აქამდე თეთრიწყაროს მოსახლეობას საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტის მომსახურების მიღებისთვის რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროში ან მარნეულის საკონსულტაციო ცენტრში ჩასვლა უწევდათ. ამჯერად, უფასო სამართლებრივი დახმარება თეთრიწყაროს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია.

თეთრიწყაროს საკონსულტაციო ცენტრის ოფისი გახსნეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, დავით სიმონიამ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, მერმა გიორგი წიკლაურმა.

გახსნის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც დავით სიმონიამ წარადგინა პრეზენტაცია უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის, დახმარების მიღების კრიტერიუმების, სამსახურის პროექტების შესახებ. დაინტერესებულ პირებს გაეწიათ ინდივიდუალური კონსულტაციები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა