ფოთის მერია - ქალაქი ფოთი ნიკო ნიკოლაძის 180-ე საიუბილეო წელს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს

ფოთის მერია - ქალაქი ფოთი ნიკო ნიკოლაძის 180-ე საიუბილეო წელს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 16 სექტემბერს, ქალაქ ფოთში, ნიკო ნიკოლაძის 180-ე საიუბილეო წელი გამორჩეულად აღინიშნება.

მათივე ცნობით, ნიკოს ქალაქში, დღის მთავარი მოვლენაა საიუბილეო გალა-კონცერტი.

„20:00 საათზე, ნიკოლაძის სანაპიროზე, ქართული კლასიკური მუსიკისა და ესტრადის წარმომადგენელთა ვარსკვლავური შემადგენლობით, გრანდიოზული მუსიკალური საღამო გაიმართება. დღესასწაულის მთავარი სტუმარია ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე.

ფოთელი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან: ჯგუფი „თეატრალურის კვარტეტი“; ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი; ეკა მამალაძე; ნატალია ქუთათელაძე.

მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საჩვენებელი სპორტული გამოსვლები, საიუბილეო მხატვრული გამოფენები, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კლასიკური მუსიკის კონცერტი, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მარათონი გიორგი ნიკოლაძის თასზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატთა დაჯილდოება, ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ცერემონია.

გიწვევთ დღესასწაულზე ნიკოს ქალაქში!,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.