სამოქალაქო პლატფორმამ „შინ მომავლისთვის“ სასწავლო კურსზე სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეების მეორე ნაკადი მიიღო

სამოქალაქო პლატფორმა „შინ მომავლისთვის“ ინიციატივით, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებული ქართველები ქვეყნის ისტორიას, ქართულ ენასა და სამართლის საფუძვლებს შეისწავლიან. სამოქალაქო პლატფორმა „შინ მომავლისთვის“ ინფორმაციით, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის მოწინააღმდეგე ეთნიკური ქართველები საგანმანათლებლო კურსს, თბილისში, სრულიად უფასოდ გაივლიან. პლატფორმაზე ქართული ენისა და ისტორიის შესწავლის მსურველი უკვე 100-მდე ბენეფიციარია რეგისტრირებული.

„მაღალი დაინტერესებისა და საპილოტე პროექტის წარმატების შემდეგ, ორგანიზაციამ „შინ მომავლისთვის“ ენის შემსწავლელი კურსი გაფართოებულ ფორმატში განაახლა.

სასწავლო წლის პირველ დღეს ბენეფიციარებს იდეის „შინ მომავლისთვის“ ავტორი და ხელმძღვანელი, გია ხუხაშვილი შეხვდა და პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„შინ მომავლისთვის“ ახალი სამოქალაქო პლატფორმაა, რომელიც ქართველთა სოლიდარობის გლობალური ქსელის შექმნის, ემიგრაციისა და სამშობლოში დაბრუნებულ თანამემამულეთა რეინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა