ხათუნა სამნიძე - „ქართულ ოცნებაში“ დაბნეულები არიან - როცა ამბობენ 10 წელია ფარცხალაძესთან შეხება არ ჰქონიათ, ყველამ კარგად იცის, რომ 2018 წელს, ის იყო არაფორმალური წარმომადგენელი ივანიშვილის სხვადასხვა ბიზნესგარიგებაში

ფაქტი დევს მაგიდაზე, რომ ფარცხალაძე ამ ქვეყანას ღალატობდა და ოკუპანტი ქვეყნის ჯაშუში იყო საქართველოში - მისი სანქცირება არის პირდაპირი გზავნილი „ოცნებისთვის“ და ბიძინა ივანიშვილისთვის, ბევრ ადამიანს ძალიან შეეშინდებოდა, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით დადასტურდა, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოში რუსეთის ინტერესებს ატარებდა და არავის სჯერა, რომ ის ამ საქმეში მარტო იყო.

სამნიძის განცხადებით, შესაძლოა, ოპოზიციამ ფარცხალაძის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელოს.

„მე მინდა ხაზი გავუსვა, რამდენად მძიმეა საფუძველი, რის გამოც ბატონი ფარცხალაძე დასანქცირდა. ეს არის ჯაშუშობა, ქვეყნის ღალატი და პირდაპირ მაგიდაზე დევს ფაქტი. ფარცხალაძის ასეთი ტიპის პასუხები არავის არ უკვირს და არავის არ აინტერესებს, როდესაც ფაქტი დევს მაგიდაზე, რომ ის ამ ქვეყანას ღალატობდა და უცხო ქვეყნის, ოკუპანტი ქვეყნის ჯაშუში იყო ამ ქვეყანაში.

„ქართულ ოცნებაში“ დაბნეულები არიან. როცა ამბობენ, რომ 10 წელია ადამიანთან შეხება არ ჰქონიათ, ყველამ ძალიან კარგად იცის ასევე, რომ 2018 წელს, მათ შორის, ის იყო არაფორმალური წარმომადგენელი ბიძინა ივანიშვილის სხვადასხვა ბიზნესგარიგებებში და ა.შ. არავის არ სჯერა, რომ ის ამხელა ძალაუფლებით სარგებლობდა, ამხელა ძალაუფლებით ალაგებდა რაღაც ბიზნესებს და მას არ ჰქონდა მფარველობა და დასტური ბიძინა ივანიშვილისაგან“, - განაცხადა სამნიძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში