გიორგი ვაშაძე - ქუთაისის საპარლამენტო დედაქალაქად გამოცხადება, აი ამ იდეის ავტორი, დღეს, ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული, ეს უსამართლოა! ასე გაგრძელება არ შეიძლება!

„სტრატეგია აღმაშენებლისა" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე „გამარჯვების პლატფორმის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისის განვითარების შესაძლებლობასა და მიხეილ სააკაშვილის როლზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის იდეით დაიწყო ქუთაისის აღმშენებლობა და განვითარება, რაც „ქართულმა ოცნებამ" მიზანმიმართულად შეაჩერა.

„ცნობილია, რომ მე-11 საუკუნეში თურქებისგან გადამწვარი და აოხრებული ქუთაისის და ბაგრატის განახლება პირველად ჩვენი დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის მიერ მოხდა. ქუთაისი, ბაგრატი, გელათი ყოველთვის გადამწყვეტ როლს და ფუნქციას ასრულებდა საქართველოს ერთიანობის საქმეში.

სწორედ ეს როლი და ფუნქცია დაინახა ქუთაისისთვის მიხეილ სააკაშვილმაც და ამ ფუნქციის და როლის დაბრუნების გამოხატულება იყო ბაგრატის აღდგენა, ქუთაისის საპარლამენტო დედაქალაქად გამოცხადება, აი ამ იდეის ავტორი, დღეს, ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული. ეს უსამართლოა! ასე გაგრძელება არ შეიძლება!

ის, რაც იყო მიშას იდეა, ჩვენი იდეა, აღმშენებლობის დიდი იდეა, რომ საქართველოს უნდა ეამაყა ქუთაისით და ქუთაისს უნდა ეამაყა თავისი განვითარებითა და შესაძლებლობებით ივანიშვილმა მიზანმიმართულად გააჩერა.

ივანიშვილმა გააჩერა არა მხოლოდ ქუთაისის განვითარების იდეა, არამედ გააჩერა ანაკლია-ლაზიკის უდიდესი პროექტი, შეაჩერა სიღნაღის, კახეთის სხვა რეგიონების განვითარება. შეაჩერა მესტიის და მაღალმთიანი აჭარის განვითარების პროექტები, რითაც პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადა დავით აღმაშენებლის დიდი, ერთიანი, ძლიერი რეგიონის ლიდერი საქართველოს იდეას", - განაცხადა ვაშაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის