ნინო ლაცაბიძე - ჩვენს მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, მთელი გულით ვულოცავ სწავლის დაწყებას, რადგან ახალი ეტაპი იწყება მათ ცხოვრებაში

რუსთავში, ახალი სასწავლო წლის დაწყება სპეციალურად ახალგაზრდებისთვის მოწყობილი კონცერტით აღინიშნა. რუსთავის მერიის ორგანიზებით, დავით კლდიაშვილის სახელობის ახალ საზოგადოებრივ სივრცეში, რუსთაველებისთვის ჯგუფ ,,რეზო და ბავშვების“ კონცერტი ჩატარდა.

„ჩვენს მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, მთელი გულით ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას, რადგან მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. დღევანდელი დღე გვინდოდა, რომ დამახსოვრებოდათ და ყველა ერთად ვყოფილიყავით. სწორედ ამ მშვენიერ სივრცეში გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვიზეიმოთ სწავლის დაწყება. კლდიაშვილის სკვერი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცეა. ქალაქის შუაგულში, 35 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია, დღემდე გაუნაშენიანებელი და მე ვფიქრობ, რომ აქ არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, მოსახლეობისთვის სასარგებლო რომ ყოფილიყო. ძალიან მიხარია, რომ მალე, უკვე ბოლო დეტალები დარჩა, ჩვენ სრულფასოვნად შევძლებთ ამ სკვერით სარგებლობას", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, სკვერის სრული რეაბილიტაციის პროცესი, თითქმის დასრულებულია, პროექტი 31 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ახალი რეკრეაციის გაშენებას, ბავშვთა გასართობი და სპორტული ინფრასტრუქტურის, დასასვენებელი ფანჩატურების, შადრევნის, ქვაფენილების, სარწყავი სისტემისა და განათების მოწყობას ითვალისწინებდა.

კლდიაშვილის სახელობის სკვერში სამუშაოები დასრულების ფაზაშია და წლის ბოლოს რუსთავს კიდევ ერთი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე შეემატება.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება