ირაკლი ქადაგიშვილი - მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს აშანტაჟებს და ეუბნება, თუ გინდა, რომ შენი იმპიჩმენტის საკითხი არ გავიდეს, მანამდე იქნება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აქტი

„ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი იმპიჩმენტის საკითხით აშანტაჟებს.

აღნიშნულის შესახებ ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“პოზიციაზე, იმ დროს, როცა პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი დაიწყება, ისინი სხდომათა დარბაზში არ შევლენ.

„მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აშანტაჟებს პრეზიდენტს და ეუბნება, თუ გინდა, რომ ჩვენ არ შევიდეთ და შენი იმპიჩმენტის საკითხი არ გავიდეს ჩვენ ამ ნაბიჯს გადავდგამთ, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ მანამდე იქნება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აქტი. თვითონ რადიკალური ოპოზიცია და ზოგადად ოპოზიცია შეუთანხმებლობაშია და „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე პროცესები კიდევ ცალკე, შიდა დაქსაქსულობის მკაფიო მაჩვენებელია. ამ შემთხვევაში, მმართველი პარტიის პოზიცია მარტივად გასაგებია, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ არ მომხდარიყო კონსტიტუციის იმგვარი დარღვევა, რომელიც ქვეყანაში რადიკალიზაციის და მმართველობითი სისტემის აღრევას გამოიწვევდა. სწორედ ამის პრევენციისთვის ერთადერთი სწორი და სამართლებრივი გზა ავირჩიეთ, საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი და ეს გზა, იმპიჩმენტის მექანიზმის ამოქმედებაზე გადის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის