ლევან ხაბეიშვილი - მთავარია გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე და გავაფორმოთ

შევხვდით ვეძისში, საბურთალოზე მოსახლეობას. ამ ადამიანებს სურთ ევროპაში ცხოვრება, გაგონება არ უნდათ „ეფესბეს“ აგენტების, ფარცხალაძის, ღარიბაშვილის, ივანიშვილის, ამ ხალხს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს - გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე!, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე თბილისში, ვეძისში მოსახლეობას შეხვდნენ.

ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანენ.

„შევხვდით ვეძისში, საბურთალოზე მოსახლეობას - ადამიანებს, რომლებსაც კონკრეტული პრობლემები აწუხებთ და საერთოდ არ აინტერესებთ ბიძინა ივანიშვილის რუსული თამაშები, მათ აინტერესებთ ერთი რამ, როგორ გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი, საქართველოში როგორ იქნება უსაფრთხოება უზრუნველყოფილი, ეკონომიკური დოვლათი, როგორი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და „გამარჯვების პლატფორმის“ საპენსიო რეფორმა, როგორი იქნება ჩვენი ეკონომიკური ხედვა. ამ ადამიანებს სურთ ევროპაში ცხოვრება, გაგონება არ უნდათ „ეფესბეს“ აგენტების, ჯაშუშების, ფარცხალაძის, ღარიბაშვილის, ივანიშვილის, ამ ხალხს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, მთავარია ეს გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე და გავაფორმოთ და ამის გასაფორმებლად მნიშვნელოვანია, რომ ლოჯისტიკური ცენტრები გვქონდეს, ყველგან „ნაციონალური მოძრაობა“, „გამარჯვების პლატფორმა“ გაძლიერდეს და ჩვენ აუცილებლად ამ ბრძოლას მივიყვანთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ირაკლი ნადირაძის თქმით, არჩევნები ქართველმა ხალხმა უნდა მოიგოს.

„ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრას. ახლა ვიმყოფებით ჩვენ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას, ვსაუბრობთ კანდიდატის სტატუსზე, იმ სიკეთეებზე რომელიც უნდა მოუტანოს ევროპამ, კანდიდატის სტატუსმა ჩვენს ქვეყანას და ასევე იმ რუსულ საფრთხეებზე, რომელიც რუსი ოლიგარქი ივანიშვილის და მისი მთავრობის სახით ჰყავს ამ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ასევე გავეცანით და ვსაუბრობთ ადგილობრივ პრობლემებზე, რომელიც მათ ძალიან ბევრი აქვთ და მათი გადაწყვეტის გზებზე. ეს არჩევნები უნდა მოიგოს თავისუფლების მოყვარე ქართველმა ხალხმა. იმ ხალხმა, ვისაც უნდა ევროპა, ვისაც უნდა თავისუფლება და ვისაც უნდა ევროპული კეთილდღეობა მათ ოჯახებში”, - განაცხადა მან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო