გიორგი ვაშაძე - შეიძლება ბევრს უნდოდეს, სული მიჰყიდოს "ქართულ ოცნებას", თუმცა მე გაცილებით უკეთესი წარმოდგენის ვარ ყველა ოპოზიციონერზე

შეიძლება ბევრს უნდოდეს, რომ სული მიჰყიდოს "ქართულ ოცნებას", თუმცა მე გაცილებით უკეთესი წარმოდგენის ვარ ყველა ოპოზიციონერზე, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხმის მიცემის დროს ყველა დეპუტატის ლუსტრაცია მოხდება, ვინც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს.

"იმპიჩმენტს აქვს ერთი მთავარი მიზანი, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს და მეორე მიზანი, არ ვისაუბროთ ელიტურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, რომელიც ქვეყანაში დამყარდა, ხალხის გაჭირვებაზე, სიღარიბეზე. "სტრატეგია აღმაშენებელი" "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ძალიან პირნათელი ვართ საქართველოს მოქალაქეების წინაშე, რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ. არავინ არის პატარა ბავშვი, ყველა დეპუტატი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. ფარულია კენჭისყრა და ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ძალიან ხელოვნური და ორკესტრირებული მოგვეჩვენა ის შეტევა ჩვენთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებით, რომ აი, ვინმემ შეიძლება ხმა მისცესო. ეს ძალიან ჰგავდა ორკესტრირებულ, დადგმულ შოუს იმისთვის, რომ ვიღაცებისთვის ხმის მისაცემად გასასვლელი მიეცათ. ჩვენ ეს გასასვლელი ჩავკეტეთ. თუ ვინმე ხმას მისცემს, მათი ლუსტრაცია ფარული კენჭისყრის მიუხედავად, მყისიერად მოხდება. შეიძლება ბევრს უნდოდეს, რომ სული მიჰყიდოს "ქართულ ოცნებას", თუმცა მე გაცილებით უკეთესი წარმოდგენის ვარ ყველა ოპოზიციონერზე. ფაქტობრივად, ეს გზა არ დავუტოვეთ ჩვენ "ქართულ ოცნებას". ყველაზე სწორი და ევროპული გამოსავალი იქნება, თუ "ქართული ოცნება" მოიხსნის უფლებამოსილებას, გადადგება პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარეც, აღიარებენ იმ დანაშაულს, რაც ქვეყნის წინაშე აქვთ ჩადენილი, გაერიდებიან თანამდებობებს და ამ ქვეყანას თავს დაანებებენ. ეს ქვეყნისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება",-განაცხადა ვაშაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა