გიორგი ვაშაძე - კითხვას ვუსვამ საგამოძიებო ორგანოებს, სად იმყოფება ახლა ოთარ ფარცხალაძე? - ცდილობენ, ჯაშუში, რუსეთის ინტერესების გამტარებელი გააპარონ ან უკვე გააპარეს საქართველოდან

"ქართულ ოცნებას" სურს გააპაროს ოთარ ფარცხალაძე ქვეყნიდან. კითხვას ვუსვამ საგამოძიებო ორგანოებს, სად იმყოფება ახლა ოთარ ფარცხალაძე?, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვასაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე აშშ-ის სანქციების გამოქვეყნების დღეს საქართველოში იმყოფებოდა.

"უტყუარად დადასტურებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან, რომ ოთარ „ანზოროვიჩ“ ფარცხალაძე არის რუსეთის სადაზვერვო სამსახურების და "ეფესბეს" ჯაშუში საქართველოში. უტყუარად დადასტურდა და მხილებულია, რომ ის ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოში რუსეთის ინტერესების შესაბამისად. ოთარ ფარცხალაძე ვინმე რიგითი ადამიანი კი არ იყო, ამ ქვეყნის გენერალური პროკურორი იყო. ყველას ჰქონდა კითხვა, საიდან გახდა ეს ადამიანი ასე სწრაფად ჯერ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი და მერე გენერალური პროკურორი. უტყუარია, რომ სწორედ რუსეთის მითითებით მიხდა მისი დანიშვნა გენერალურ პროკურატურაში. ამასთან ერთად კიდევ უფრო მძიმეა ის ფაქტი, რომ დღემდე ოთარ ფარცხალაძის გარემოცვა, მისი მოადგილეები და თანამშრომლები იკავებენ როგორც გენერალური პროკურორის პოზიციას, ირაკლი შოთაძის სახით ვამბობ, ასევე, მისი მოადგილეები შეგიძლიათ ნახოთ, ისინი ფაქტობრივად ოთარ ფარცხალაძესთან შემხებლობაში მყოფი არიან. შესაბამისად, მხოლოდ განცხადება, რომ მოკვლევა დაიწყო, არაფერს ნიშნავს. "ქართულ ოცნებას" სურს გააპაროს ოთარ ფარცხალაძე ქვეყნიდან. კითხვას ვუსვამ საგამოძიებო ორგანოებს, სად იმყოფება ახლა ოთარ ფარცხალაძე? ჩვენი ინფორმაციით, ის ამ სანქციების გამოქვეყნების დღეს საქართველოში იმყოფებოდა. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისთვის საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლების ჩამორთმევა და ამაზე უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება. ამასთან, ყველა ის ადამიანი, ვინც მასთან იყო შემხებლობაში, უნდა მოხდეს მათთვის უფლებამოსილებების დროებით მაინც შეჩერება. ეს არის ის სავალდებულო ქმედება, რომელიც საქართველოში ახლა სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ. ამის ნაცვლად, ისინი ჩართული არიან რუსული ინტერესების გატარებაში და ცდილობენ, ჯაშუში, რუსეთის ინტერესების გამტარებელი გააპარონ ან უკვე გააპარეს საქართველოდან“, - განაცხადა ვაშაძემ.

ის ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში სანქცირებულთა წრე გაიზრდება.

„სია არც ფარცხალაძით დაწყებულა და არც ფარცხალაძით დამთავრდება. კიდევ სხვა ბევრი ადამიანი იქნება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ყველაფერს გაკეთებენ, რომ მოგვეხმარონ ქართველ ხალხს, ვამხილოთ ყველა, ვინც რუსულ ინტერესებს ატარებს დღეს საქართველოში. ვფიქრობ, სია მომავალშიც გაგრძელება. აქვე მინდა ყველა გავაფრთხილო, ვინც ფარცხალაძესთან შემხებლობაშია, ვინც ხელს ითბობს ან ფიქრობს, რომ დიდ ფულს გააკეთებს რუსულ დაჯგუფებასთან ერთად, ფრთხილად, მეგობრებო. დაფიქრდით, ვისთან თანამშრომლობთ და ვისთან ხარ შემხებლობაში. ამ ადამიანებისთვის ხელის ჩამორთმევაც კი, არის დანაშაული. ეს აბსოლუტურად ყველას უნდა ესმოდეს, ამიტომ, იფრთხილეთ და კარგად დაფიქრდით, სანამ რამე ნაბიჯებს გადადგამთ“,-განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, აშშ-მ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო