წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, შეიარაღებულმა პირებმა სახლი დააყაჩაღეს და მეპატრონეს ფიზიკურად გაუსწორდნენ - წაღებულია ფული

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში გუშინ, ღამით ხუთი შეიარაღებული პირი ერთ-ერთი მცხოვრების სახლში შეიჭრა და დააყაჩაღა, სახლის მეპატრონეს კი, ფიზიკურად გაუსწორდა.

გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 17 000 ლარი, რომელიც დაზარალებულს თხილის გაყიდვის შედეგად ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა