ადგილობრივების ინფორმაციით, კახეთში სანადირო თოფით შემთხვევით გასროლილ ტყვიას 33 წლის კაცი ემსხვერპლა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში უბედური შემთხვევის შედეგად 33 წლის კაცი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი უმისამართო ტყვიას ემსხვერპლა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ლევან შიშნიაშვილი მეგობართან ერთად სოფლის მიმდებარედ სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მისივე თანასოფლელს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა.

ჭრილობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა