„პსპ დაზღვევამ“ ახალი და ყველაზე მარტივი პროდუქტი - „მარტივი ავტოდაზღვევა“ შექმნა

„პსპ დაზღვევამ“ ახალი და ყველაზე მარტივი პროდუქტი - „მარტივი ავტოდაზღვევა“ შექმნა. „პსპ დაზღვევა“ მზარდი, განვითარებაზე და ინოვაციებზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანიაა. კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ხელმისაწვდომი, დივერსიფიცირებული და საჭიროებაზე ორიენტირებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნა და მიწოდება. აღნიშნული პროდუქტი გაყიდვაში 18 სექტემბერს ჩაეშვება.

მარტივი ავტოდაზღვევა ავტომფლობელებს სთავაზობს ყველა რისკისგან დაზღვევას თვეში მხოლოდ 54 ლარად. 10 000-ლარიანი ლიმიტის ფარგლებში პოლისით დაფარულია: ავტოსაგზაო შემთხვევა მიუხედავად ბრალეულობისა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ხანძარი, აფეთქება, ვანდალიზმი, საგნების ვარდნა, მინების დაზიანება, სტიქიური მოვლენები.

„მარტივი ავტოდაზღვევა“ მანქანის დაცვის გარდა მოიცავს მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევას. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვისი კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში, დაზარალებული მხარის ავტომობილის შეკეთების ხარჯებსაც „პსპ დაზღვევა“ აანაზღაურებს.

„მარტივი ავტოდაზღვევა“ შეიქმნა იმისათვის, რომ ავტომფლობელებს მინიმალური დანახარჯის პირობებში სიმარტივე, სიმშვიდე და ფინანსური უსაფრთხოება შესთავაზოს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ პაკეტის შეძენისას საჭესთან უფლებამოსილი მძღოლების რაოდენობა შეზღუდული არ არის, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზღვეული ავტომობილის მძღოლს 24/7 ავტო-ასისტანსი ემსახურება, 1000-ლარამდე ზარალის ადგილზე რეგულირებაა შესაძლებელი. ასევე მომხარებელს აქვს თავისუფლება თავად მართოს 10 000- ლარიანი ლიმიტი და ის სურვილისამებრ გადაანაწილოს.

www.ipsp.ge

(R)

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი