კახა კალაძე - ივანიშვილის ყველაზე დიდი ქველმოქმედება იყო, როდესაც სისხლიანი რეჟიმი გაუშვა იქ, სადაც გასაშვები იყო - რაც შეეხება ბინძურ პროპაგანდას, ხდება თანხების გადახდა, რომ ევროპარლამენტმა მიიღოს ბინძური რეზოლუციები, ეს ევროპა არ  არის, მეგობრებო

მე თუ მკითხავთ, ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი ქველმოქმედება იყო, როდესაც ის სისხლიანი რეჟიმი, ბოროტება, რომელიც დაკავებული იყო ოჯახების, ადამიანების გაუბედურებით, ბიზნესის რეკეტით, სიტყვის და თავისუფლების გამოხატვის შეზღუდვით, გაუშვა იქ, სადაც გასაშვები იყო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით "ყველაფერი ისე იქნება გაკეთებული, როგორც ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან იყო მოთხოვნილი.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვქონდა კანონზე მუშაობა, თუმცა გავჩერდით ჩვენი მეგობრების მოთხოვნით. შემდეგ მოგვცეს გზამკვლევი, თუ და მიმართულებით უნდა წავსულიყავით. ორი დღის წინ პრემიერმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება და რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე იქნება გაკეთებული, როგორც ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან იყო [მოთხოვნილი].

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას - ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც უდიდესი ქველმოქმედება აქვს ქვეყანაში გაკეთებული. აღარ ჩამოვთვლი იმ პროექტებს, რაც ამ ადამიამა და მისმა საქველმოქმედო ფონდმა გააკეთა, აკეთებს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გააკეთებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მე თუ მკითხავთ, ყველაზე დიდი ქველმოქმედება და მის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა 2011 წელს და ის სისხლიანი რეჟიმი, ის ბოროტება, რომელიც დაკავებული იყო ოჯახების, ადამიანების გაუბედურებით, ბიზნესის რეკეტით, სიტყვის და თავისუფლების გამოხატვის შეზღუდვით, გაუშვა იქ, სადაც გასაშვები იყო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად.

რაც შეეხება იმ ბინძურ პროპაგანდას - ჩვენ ვნახეთ და ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ეს იყო კონკრეტული გადახდილი თანხების, ანუ ლობიზმის შედეგად მიღებული რეზოლუციები, რაც ძალიან სამწუხაროა. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის მომავალზე, აქვს სურვილი ევროპულ მომავალზე და რას ვხედავთ ასეთ შემთხვევაში? ხდება თანხების გადახდა, რომ ევროპარლამენტმა მიიღოს ასეთი ბინძური რეზოლუციები. ეს არის სამწუხარო რეალობა და სამარცხვინო. მინდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს ევროპა არ არის, მეგობრებო. არ იფიქროთ, რომ ზოგადად, ევროპული მიმართულება, ევროინტეგრაცია, ევროპული მომავალი და რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, ეს არის ის. არ არის ეს ის. ეს არის სიბინძურე, რაც ჩვენ ვნახეთ, იმიტომ რომ ნამდვილი ევროპა და ევროპული მომავალი არის ღირებულებებზე, ფასეულობებზე დაფუძნებული," - განაცხადა კალაძემ.

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
გიორგი ცუცქირიძე - ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს არ უკავშირდება და აჟიოტაჟის შედეგი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი