წალენჯიხის სოფელ ჭალეში შეიარაღებულმა პირებმა ოჯახი დააყაჩაღეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, ხასიების საცხოვრებელ სახლში ავტომატებით შეიარაღებული, ნიღბიანი პირები შეიჭრნენ. წაღებულია 250 ლარი. დაზარალებულის მეზობლების თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, თხილის გაყიდვის შედეგად მიღებულ ფულს ითხოვდნენ.

არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ისინი დარწმუნდნენ, რომ ოჯახში დიდი თანხა არ ინახებოდა, სახლის მეპატრონეს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს და მიიმალნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ მსგავს შემთხვევა 17 სექტემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანშიც მოხდა. გვიან ღამით ხუთი შეიარაღებული პირი ერთ-ერთი მცხოვრების სახლში შეიჭრა და დააყაჩაღა, სახლის პატრონს კი ფიზიკურად გაუსწორდა.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა