რეზო ხარაზი - ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონისა და კორუფციის გამო, ოჯახებთან ერთად ემიგრაციაში 5000 ბავშვია წასული

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონისა და კორუფციის გამო, ოჯახებთან ერთად 5000 ბავშვი ემიგრაციაში წავიდა. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კორუფციის გამო, ბათუმი დაპაუზებულია და ბიუჯეტიდან თანხები იფლანგება.

„ქვეყნიდან ადამიანები ოჯახებთან ერთად ემიგრაციაში გარბიან. სოციალური შემწეობა ერთადერთი შემოსავლის წყაროდ იქცა. ოლიგარქის ხელისუფლება კვლავ აგრძელებს მოქალაქეების ფულის მითვისებას, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს ხელისუფლება კორუმპირებულია. პასუხს ვაგებინებთ ყველა მაღალჩინოსანს, რომელმაც 5 000 ბავშვი ამ ქვეყნიდან საზღვარგარეთ ემიგრაციაში გაუშვა. პასუხს ვაგებიებთ კანონის ფარგლებში იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად დაპაუზებულ ბათუმს გვაჩვენებს.

ვნახეთ, 2003 წელს, „ვარდების რევოლუციით“ და მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, დაპაუზებულ კორუფციაში ჩაფლული ქვეყანა წუმპიდან ამოვიდა და ყველაზე განვითარებული ქვეყანა გახდა, ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ ვაპირებთ შევეგუოთ კორუფციას, ვაპირებთ ბრძოლას. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ბიუჯეტი დაუბრუნოთ ხალხს“, - განაცხადა რეზო ხარაზმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში