გიორგი ბარამიძე სუს-ის განცხადებაზე - აბა, საკუთარ თავს როგორ გამოავლენდნენ?! - სუს-ი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რათა საქართველოში, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს „რუსული ოცნება“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ემსახურება, რათა საქართველოში, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს „რუსული ოცნება“.

ბარამიძე ჟურნალისტებთან საუბრისას სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ხელისუფლების ამოცანაა, რამენაირად ქვეყანაში შფოთი და არეულობა მუდმივად იყოს“.

„ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იცით, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური კი არ არის, არამედ ემსახურება რუსეთს და რუსეთის ინტერესებს, რომ საქართველოში, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს „რუსული ოცნება“ - საქართველოს მოღალატეთა რუსული მაფიის ქართული ფილიალი და ბანდა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. მათი ამოცანაა, რამენაირად ქვეყანაში შფოთი და არეულობა მუდმივად იყოს და ჩვენი მეგობრებისკენ ხელი გაიშვირონ. რა თქმა უნდა, საერთოდ არ მიკვირს, რომ თერთმეტი წლის განმავლობაში ამ მოღალატეებმა არცერთი რუსი ჯაშუში არ გამოავლინეს. ცხადია, აბა, საკუთარ თავს, როგორ გამოავლენდნენ?! ისედაც ნათელია ესენი რას წარმოადგენენ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის. კიდევ უფრო მეტად სასაცილოა, რომ 11 წლის თავზე, როდესაც ყოველ წელს ლაპარაკობენ ამა თუ იმ ფორმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“აწყობს გადატრიალებას და საბურავებს აგროვებს, აი, ახლა ამ გამოძიებას დავამთავრებთ, აი, ახლა მე-2, მე-10 გამოძიებას დავასრულებთ, ლაპარაკობენ და ხელს იშვერენ ადამიანებისკენ, რომლებიც არიან უკრაინაში და პუტინს ებრძვიან. ეს იქნება გია ლორთქიფანიძე, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, ეს იქნება მამუკა მამულაშვილი, რომელიც ჩვენი საამაყო ქართველი მებრძოლების ერთ-ერთი ქვედანაყოფის წარმატებული ხელმძღვანელია. იგივე მიშა ბატურინი, რომელიც ასევე, უკრაინულ არმიაში საქართველოს მტერს ებრძვის. სულ არ არის გასაკვირი, რომ ეს ადამიანები მათთვის არიან პრობლემა, სულაც არის გასაკვირი, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო ამ რეჟიმისთვის არის პრობლემა და მათ ეძახიან „გლობალური ომის პარტიას“. რა თქმა უნდა, პუტინისთვის, პუტინისტებისთვის და საქართველოს მოღალატეებისთვის უკრაინა არის ცუდი, დასავლეთი არის ცუდი. შესაბამისად, ქვეყნის შიგნით „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა პროდასავლური ოპოზიცია არის ცუდი და ქვეყნის პრობლემის შემქმნელი, იმიტომ, რომ პრობლემის შემქმნელი არის ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი მოღალატეთა ბანდა, რომელსაც უნდათ დარჩეს ხელისუფლებაში“, - განაცხადა ბარამიძემ.

ცნობისთვის, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო