ირაკლი ქადაგიშვილი - ბიზნესი რუსეთში ძალიან ბევრ ქართველს აქვს და ყველას დავერიოთ?! - როცა საუბარია, რომ ფარცხალაძე „ზეგავლენას ახდენდა პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე“, ფაქტი ან  საბუთი უნდა იყოს, რომ დავიჯერო

ბიზნესი რუსეთში ძალიან ბევრ ქართველს აქვს და ყველას დავერიოთ?! - როცა საუბარია, რომ „ზეგავლენას ახდენდა პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე“, ფაქტი ან მამტკიცებელი საბუთი უნდა იყოს ამის, რომ დავიჯერო, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, როცა ფაქტები და არგუმენტები არ მოუსმენიათ, კითხვები ჩნდება შემთხვევითობასთან დაკავშირებით.

„ფარცხალაძეს 10 წელზე მეტია არანაირი შეხება არ ჰქონია არც პოლიტიკურ და არც საჯარო სივრცესთან, არც ტელევიზია აქვს, არც არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებს, არც პოლიტიკური პარტია აქვს და მისი ერთი საჯარო განცხადებაც, მგონი, დედამიწის ზურგზე არავის მოუსმენია. ბიზნესი რუსეთში ძალიან ბევრ ქართველს აქვს და ამიტომ ახლა დავერიოთ ყველა ქართველს?! როცა საუბარია, რომ ის ზეგავლენას ახდენდა, რაღაც ფაქტი ან მამტკიცებელი საბუთი უნდა იყოს, რომ დავიჯერო. აქედან გამომდინარე მეტი არგუმენტები გვაინტერესებს, სუს-მა ამიტომაც განაცხადა, რომ მოკვლევას ჩაატარებს, რომ მეტი კონკრეტიკა იყოს ამასთან დაკავშირებით.

შემთხვევითობის კითხვა ჩნდება, როცა არ მოჰყვება გადაწყვეტილებას კონკრეტული არგუმენტირებული ინფორმაცია, ეს შემთხვევითობის სინდრომი ჩნდება. იგივე იმ მოსამართლეებთან დაკავშირებით, არ ითქვა რა გადაცდომა ჰქონდათ, რა ჩაიდინეს ისეთი, რომ ამერიკაში შესვლაზე შეზღუდვა დაუწესდათ,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში