თემურ ცამციშვილი - „ქართული ოცნება“ ათი წელია გვპირდება, რომ ქუთაისის აეროპორტს დააკავშირებს ქუთაისს, მაგრამ ამის მაგივრად, ისინი ერთმანეთს დაამსგავსა - წვიმის დროს ორივე ერთნაირად იტბორება

ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მეორედ დაიტბორა ქუთაისის აეროპორტი - „ქართული ოცნება“ უკვე ათი წელია გვპირდება, რომ ხან რკინიგზით, ხან საზოგადოებრივი ტრანსპორტით დააკავშირებს ქუთაისს, მაგრამ ამის მაგივრად, აეროპორტი და ქუთაისი დაამსგავსა ერთმანეთს - წვიმის დროს ორივე ერთნაირად იტბორება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თემურ ცამციშვილმა განაცხადა.

თემურ ცამციშვილი მიმართავს პრემიერს, რომ ჩავიდეს და ნახოს, რა მდგომარეობაა ქუთაისის აეროპორტში.

„პირველ შემთხვევაში აეროპორტის ფუნქციონირება სრულად შეწყდა, ახლა მეორედ დაიტბორა. ბატონ პრემიერს მინდა მივმართო - რომ მორჩება მის ამერიკულ ვოიაჟებს, მისი შვილის ჩარტერით გადაფრენას, მისი ცოლის სასახლეში დაბადების დღეების გადახდას, დარწმუნებული ვარ, მამამისი ბატონი ტარიელი არ ეტყვის უარს და ერთ ჩარტერს დაუფინანსებს, რომ ჩამოვიდეს ქუთაისის აეროპორტში და ნახოს რა მდგომარეობაა. „ქართული ოცნება“ უკვე ათია წელია რაც გვპირდება, რომ ხან რკინიგზით, ხან საზოგადოებრივი ტრანსპორტით დააკავშირებს ქუთაისს, მაგრამ ამის მაგივრად, „ქართულმა ოცნებამ“ აეროპორტი და ქუთაისი დაამსგავსა ერთმანეთს - წვიმის დროს ორივე ერთნაირად იტბორება“, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის