ბათუმში, სამი ახლად აშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

ბათუმში წელს, სამი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა - ახალი ბაღები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად დაათვალიერა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბაღები ადაპტირებულია - კეთილმოეწყო ეზოები, განთავსდა ფანჩატურები და საბავშვო ატრაქციონები; სამივე ბაღი ჯამში 810 აღსაზრდელზეა გათვლილი და დასაქმებულია 147 თანამშრომელი.

„მიმდინარე წელს ბათუმში 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია ხორციელდება. აშენდა 3 და იწყება კიდევ 3 ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 16-ს, მათ შორის, 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება. 2023-2024 წლებში საბავშვო ბაღების გამაგრება-რეაბილიტაციისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 მილიონ 300 ათასამდე ლარია გათვალისწინებული.

საბავშვო ბაღები აშენდა ქათამაძის ქ. #38-ში, ბაგრატიონის ქ. #127-ში და დაბა ჩაქვში, ჭავჭავაძის ქ. #7.

ბათუმში ახალი ბაღების გახსნას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს