შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე - კონსტიტუციის განზრახი და უხეში დარღვევა, არ ეკადრება საქართველოს პრეზიდენტს, რომლის ფიციც იწყება, რომ ის დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას - ის უფლებამოსილების მიღმაა წასული

აქამდე ფაქტები რაც იყო პრეზიდენტის გერმანიასა და ბრიუსელში ვიზიტებთან დაკავშირებით, ეს იყო კონსტიტუციის განზრახი და უხეში დარღვევა, რაც არ ეკადრება საქართველოს პრეზიდენტს, რომლის ფიციც იწყება, რომ ის დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის შვეიცარიაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, გაუგებარია პრეზიდენტი შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, თუ კერძო ვიზიტით, გალერეაში ნახატების დასათვალიერებლად.

„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა სახის ვიზიტით არის პრეზიდენტი შვეიცარიაში. მისი შვეიცარიაში ვიზიტის შესახებ შემთხვევით „ინსტაგრამით“ გავიგეთ. შეიძლება, ის კერძო ვიზიტით არის ჩასული. ერთადერთი, რაც საზოგადოებამ გავიგეთ, არის ის, რომ იმყოფებოდა ერთ-ერთ გალერეაში გამოფენაზე. არ ვიცი, უნდა შევხედოთ ამას ოფიციალური ვიზიტის ჩარჩოში, თუ არის კერძო ვიზიტი გალერეაში ნახატების დასათვალიერებლად.

აქამდე ფაქტები რაც იყო გერმანიასა და ბრიუსელში ვიზიტებთან დაკავშირებით, ეს იყო კონსტიტუციის განზრახი და უხეში დარღვევა, რაც არ ეკადრება საქართველოს პრეზიდენტს, რომლის ფიციც იწყება, რომ ის დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას. ის უფლებამოსილების მიღმაა წასული. შევთანხმდით, რომ დაარღვია კონსტიტუცია?! რატომ არ აძლევს მთავრობა ნებართვას, ეგ მეორე საკითხია. არც ოპოზიცია უარყოფს, რომ დაარღვია, არც თავად პრეზიდენტი. ამართლებენ ამას, რომ რაღაც კეთილშობილური მიზანია და ღირს ამის გამო კონსტიტუციის დარღვევა. ეს არის სამართლებრივი სისტემის აბსოლუტური ამოტრიალება. მთავრობამ ამაზე ისაუბრა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს საგარეო ურთიერთობაში წარმოდგენილი იყოს ერთი ხმით, ერთი სახით და სამწუხაროდ, პრეზიდენტი ამოვარდნილია საგარეო ურთიერთობის იმ ხაზიდან, რომელიც აქვს საქართველოს. კერძოდ, რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ჩვენი პოზიცია ცნობილია. ვთქვით, რომ საქართველო შარშან ივლისშიც იმსახურებდა და ეს თქვა ევროკომისიამაც. ნაცვლად ამისა, პრეზიდენტი ასუსტებს ამ პოზიციას და ამბობს, რომ შარშან საქართველო არ იმსახურებდა და სწორია, რომ არ მოგვცეს სტატუსი. წელს მან განაცხადა, რომ რეკომენდაციები ფორმალურად სრულდება. ევროკავშირის ლიდერებს აძლევს საფუძველს, უარი უთხრან საქართველოს კანდიდატის სტატუსზე. ეს არის მთავარი აცდენა”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო