მიმდინარე კვირაში, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში თეა წულუკიანს, ინტერპელაციის წესით კი, ლევან დავითაშვილსა და ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

პარლამენტში, 20 სექტემბერს, „მინისტრის საათის" ფარგლებში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარე კვირას პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოწვევა ანაკლიის საკითხს უკავშირდება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის - შოვის სტიქიას.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას გეგმავს „თავდაცვის კოდექსის" მესამე - საბოლოო მოსმენით განხილვას, ასევე მოისმენს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კენჭსაყრელ საკითხთა შორისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი - წარმოდგენილია ოთხი კანდიდატი ორ ვაკანსიაზე.

„სულ უფრო ცოტა დრო რჩება ევროკომისიის მხრიდან რეკომენდაციების შეფასებამდე და ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაა. საგაზაფხულო სესიაზე ჩვენ სამი წევრი ავირჩიეთ, ეს ევროკომისიამ დადებითად შეაფასა და დარჩენილი ვაკანსიების შევსებაც მოგვიწოდა. ვინაიდან საჭიროა 90 ხმა და ოპოზიციის მონაწილეობა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ უმრავლესობასთან კონსულტაციით ამ ოთხი კანდიდატიდან იქნებ რომელიმე ორზე შეთანხმდნენ", - მიმართა პარლამენტის წევრებს შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, უკვე რამდენიმე თვე გავიდა კანდიდატების წარდგენიდან, გაიმართა მათი მოსმენაც, არცერთ მათგანზე დღემდე რაიმე დასაბუთებული ნეგატიური შეფასება არავის წარმოუდგენია დამნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღოს.

ბიურომ ასევე იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე და განიხილა ორგანიზაციული საკითხები. პარლამენტის პლენარული სხდომა 19 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის