რომან გოცირიძე უმრავლესობას - ოპოზიციონერ დეპუტატებს კანონპროექტების წარმოდგენის კონსტიტუციურ უფლებას გვართმევთ - უკვე იქამდე მიხვედით, რომ არ გინდათ ჩვენი პროექტების შინაარსი მოქალაქეებმა გაიგონ!

ოპოზიციონერ დეპუტატებს კანონპროექტების განსახილველად წარმოდგენის კონსტიტუციურ უფლებას გვართმევთ - უკვე იქამდე მიხვედით, რომ არ გინდათ ჩვენი პროექტების შინაარსი მოქალაქეებმა გაიგონ! - აღნიშნული განცხადებით „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე მმართველ გუნდს მიმართა.

დისკუსიის საგანი ოპოზიციის მიერ ინიცირებული პროექტების განხილვის საკითხი იყო. კერძოდ, ოპოზიცია პარლამენტში არსებულ იმ ტენდენციაზე მიუთითებს, როცა წლიდან წლამდე მათი პროექტების განხილვის გადავადება ხდება და საკომიტეტო განხილვის პროცესი არ იწყება.

გოცირიძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა, რომ თუკი ოპოზიციის ინიციატივებს არ იზიარებენ, „ჩააგდონ“, მაგრამ განხილვის პროცესს ნუ აფერხებენ.

გოცირიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი რამ არც ერთ წინა მოწვევის პარლამენტში არ მომხდარა.

„ეს რა პრაქტიკაა, როცა პარლამენტში განსახილველად კანონპროექტები შემოგვაქვს და განხილვასაც არ იწყებთ. ასეთი რამ, რაც ამ პარლამენტში ხდება, რომ კანონპროექტების განხილვის პროცესიც არ იწყება, წინა პარლამენტებში არასდროს მომხდარა. ჩემი არაერთი პროექტი ჩავარდნილა, მაგრამ პატიოსნად გადიოდა ჯერ კომიტეტებზე და შემდეგ პლენარულ სხდომაზე. ის, რაც ამ პარლამენტში ხდება, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს