ლადო მგალობლიშვილი - ყველას ახსოვს, 2021 წელს ბიძინაობაზე უკრაინიდან გამოგზავნილი პოლიტიკური ჯართი როგორ ოსტატურად ჩააბარა ხელისუფლებამ მიმღებ პუნქტში, იგივე მოხდება ახლაც, რევანში ვერ შედგება

ყველას ახსოვს, 2021 წელს ბიძინაობაზე, უკრაინიდან გამოგზავნილი პოლიტიკური ჯართი როგორ ოსტატურად ჩააბარა ხელისუფლებამ მიმღებ პუნქტში, იგივე მოხდება ახლაც, რევანში ვერ შედგება - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა სუს-ის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნებზე, “ნაცმოძრაობის“ ვერც ერთი სატელიტი, ბარიერს ვერ გადალახავს.

„ამას მოწმობს ობიექტური სოციოლოგიური გამოკითხვები და ხალხის განწყობა, რომელთა თანახმადაც, რადიკალურ ოპოზიციას თეორიული შანსიც კი არ გააჩნია, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში დაამარცხოს. ამიტომ, გარდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისა, სხვა არჩევანი არ დარჩენიათ.

ევროკავშირთან ურთიერთობა ძალზე სენსიტიური თემაა ქართველი ხალხისთვის. როგორც ჩანს, ბევრი მუშაობს იმაზე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. გვახსოვს პოდოლიაკის განცხადება, რომ საქართველოს არანაირი შანსი არ გააჩნია კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ეს იყო წყლის ამღვრევის უკანასკნელი შესაძლებლობა. ყველას ახსოვს, 2012 წელს ბიძინაობაზე, უკრაინიდან გამოგზავნილი პოლიტიკური ჯართი როგორ ოსტატურად ჩააბარა ხელისუფლებამ მიმღებ პუნქტში, იგივე მოხდება ახლაც, რევანში ვერ შედგება. ქართველი და უკრაინელი მაღალჩინოსნების ოპერაცია ამჯერადაც განწირულია სასტიკი მარცხისთვის. ხალხი ბრძენია და ამჯერადაც სწორ დასკვნას გააკეთებს”, - განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს