“გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში  ზურაბ ჭიაბერაშვილმა და სერგო ჩიხლაძემ, ლატვიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართეს

“გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ბალტიის სახელმწიფოებს დიპლომატიური მისიით სტუმრობს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და “სტრატეგია აღმაშენებლის” საერთაშორისო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ, რიგაში ლატვიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართეს.

„“გამარჯვების პლატფორმის” წარმომადგენელთა ბალტიკური ტურნეს მიზანია, შეინარჩუნონ საქართველოს მეგობართა მხარდაჭერა, რომ ქვეყანამ შემოდგომაზე ევროკავშირის წევრობის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას წინ.

ქართველი ხალხის უმრავლესობა, მისი ევროპელი მეგობრები და ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდებიან, რომ საჭირო რეფორმები გაატაროს და ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ბალტიკური ტურნეს ფარგლებში “გამარჯვების პლატფორმის” გზავნილები მიმართულია იმისკენ, რომ საქართველომ მოიპოვოს სტატუსი და ქართველმა მიიღოს გრძელვადიანი სტაბილური მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტია. ამას წინ ეღობება პოლარიზაცია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოხატულება პრეზიდენტ სააკაშვილის უკანონო და უსამართლო პატიმრობაა, ოლიგარქ ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცება და მართლმსაჯულების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებაა.

რიგას შემდეგ ზურაბ ჭიაბერაშვილი და სერგო ჩიხლაძე შეხვედრებს ვილნიუსსა და ტალინში გამართავენ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა