სოზარ სუბარი სუს-ის ინფორმაციაზე - ეს ის შემთხვევაა, როდესაც გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე, ყველაფერს უნდა აეხადოს ფარდა და ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი

„ხალხის ძალამ" რამდენიმე დღის წინ, 15 სექტემბერს გამოვაქვეყნეთ განცხადება, სადაც პირდაპირ ვწერდით, რომ „გლობალური ომის პარტია" და მისი აგენტურა, ანუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა" ემზადება ოქტომბერ-ნოემბრისთვის და მზადება არის დაკავშირებული იმასთან, რომ ევროკავშირმა უნდა მოგვცეს უარყოფითი დასკვნა კანდიდატის სტატუსზე - ეს არის მათი მიზანი და ამოცანა , - ამის შესახებ, „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სუბარი აღნიშნავს, „ნაცმოძრაობას" სურს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი ეთქვას და შემდეგ ეს ამბავი გამოიყენონ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად.

„საზოგადოებისთვის ფარცხალაძის თემა არ იქნებოდა საინტერესო, ზუსტად იგივე სარჩული რომ არ იყოს მისი სანქცირების უკან, რა სარჩულიც უდევს სუს-ის დღევანდელ განცხადებას, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით თვეების, წლების განმავლობაშიც კი, ყოველ შემთხვევაში ბოლო ერთი წელი ზუსტად ამას ვლაპარაკობთ, რომ საქართველოში მზადდება გადატრიალების თემა და ეს კარგად ჩანდა ღია წყაროებიდანაც.

გასაგებია, რომ სუს-ს ბევრად მეტი ინფორმაცია ექნება, ვიდრე ჩვენ გვაქვს და ბევრად მეტი ისეთი მტკიცებულებები, რაზეც ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება, თუმცა ღია წყაროებიდან რაც ჩანს ერთი ერთში ემთხვევა იმას, რაც დღევანდელ ბრიფინგზე გამჟღავნდა.

„ხალხის ძალამ" რამდენიმე დღის წინ, 15 სექტემბერს გამოვაქვეყნეთ განცხადება, სადაც პირდაპირ ვწერდით, რომ „გლობალური ომის პარტია" და მისი აგენტურა, ანუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა" ემზადება ოქტომბერ-ნოემბრისთვის. მზადება არის დაკავშირებული იმასთან, რომ ევროკავშირმა უნდა მოგვცეს უარყოფითი დასკვნა კანდიდატის სტატუსზე - ეს არის მათი მიზანი და ამოცანა.

ჩვენ არაერთი ასეთი განცხადება მოგვისმენია, რომ მზადდება მსგავსი სისხლიანი გადატრიალებები. ამის მტკიცებულებებიც მოგვისმენია პირდაპირ ეთერში. მაგალითად, კარგად მახსოვს და საზოგადოებასაც ახსოვს, მიხეილ სააკაშვილი როგორ რეკავდა საქართველოში, როდესაც „რუსთავი2“-ის ეზოში აქცია იმართებოდა და გასცემდა დავალებებს - იქ აღმართეთ ბარიკადები, სასწრაფოდ გვჭირდება სისხლი, ორი, სამი ადამიანი უნდა მოკვდეს იმისთვის, რომ ხალხი გამოვიდეს ქუჩაში.

მეტი მტკიცებულება რაღა გვინდა. სააკაშვილი, დღევანდელი პატიმარი რეკავდა და აძლევდა დავალებებს საკუთარი პარტიის წევრებს.

ასევე, ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არაერთხელ დავსვით კითხვა, ხომ არ ესწრებოდა, აშშ-ს აწ უკვე ყოფილი ელჩი კელი დეგნანი ბაკურიანის შეხვედრას ან მთლიანად ან მის ფინალურ ნაწილს, პასუხი ვერ მოვისმინეთ, პასუხი არ გასცა ამ კითხვას კელი დეგნანმა.

პირველად ეს კითხვა ჩვენმა გუნდის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა დასვა. მის შემდეგ მრავალგზის, მრავალ სხვადასხვა ფორმატში გავიმეორეთ. ელჩი კი რაღაც კითხვებს გაურბოდა, რაღაც კითხვებს შემოვლით პასუხს სცემდა, რაღაც კითხვებზე გვეუბნებოდა პასუხს, რომელიც არადამაჯერებელი იყო, ან მიგვაჩნია, რომ არ იყო მართალი. ამ კონკრეტულ შეკითხვას პასუხი არ გასცა. რატომ? იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ჰქონდა რაღაც დასამალი. როცა კითხვას ვსვამდით, ცხადია, რაღაც ინფორმაციები გვქონდა. როგორც ჩანს, დღეს ეს ყველაფერი მაღალი მტკიცების დონეზე დასტურდება უკვე გამოძიების მიერ.

დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციას გამოვხატავ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე, ყველაფერს უნდა აეხადოს ფარდა და ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი. მინიმუმ იმ დამნაშავეებმა, რომლებიც საქართველოში არიან იმიტომ, რომ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა არის დანაშაული, რომელსაც ძალიან მკაცრად უნდა გაეცეს პასუხი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინფორმაციას პარტია „ხალხის ძალა" ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია