ილია დარჩიაშვილი - ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები - გერმანიის კანცლერთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან და გაეროს გენერალურ მდივანთან

დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნიუ-იორკში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრება გაეროს გენერალურ ასამბლეას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

საუბრისას ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივ შეხვედრებზე.

„პირველი შეხვედრა, პირველი მონაწილეობა პრემიერ-მინისტრის იყო -მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი 2023 - სადაც პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა საქართველოს პოზიციონირება ამ მიმართულებით წარმოდგენილი და ის გეგმები, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ იყოს თანხვედრაში საერთო, მსოფლიო გეგმებთან, რომლებიც განსაზღვრულია გაეროს მხრიდან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები. პირველი შეხვედრა ეს იყო გერმანიის კანცლერთან, ბატონ შოლცთან და როგორც ცნობილია, გერმანია ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის. ერთ-ერთი მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იყო ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, სადაც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც გადადგა ქვეყანამ 12 პრიორიტეტის მიმართულებით და ის კონკრეტული შედეგები, რომელიც დღეს უკვე აქვს ქვეყანას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ მიშელთან, სადაც ასევე, მთავარი აქცენტი გაკეთდა საქართველოს 12 პრიორიტეტზე და პრემიერ-მინისტრის მხრიდან აქცენტები გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ძირითადი მოთხოვნები. ასევე, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ბატონი ბორელის ვიზიტის მერე განსაზღვრული იქნა კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ მოკლევადიან პერიოდში უნდა შეასრულოს და ამის გამოხმაურება იყო დღეს უკვე მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბრიფინგი, სადაც ნათლად გაცხადდა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც გადადგამს მმართველი გუნდი და სწორედ პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა გაზიარებული პრეზიდენტისადმი ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უკვე გადაიდგა, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, რომლებიც უახლოეს დღეებში გადაიდგმება. ეს გზავნილია, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არსებობს ევროპელი პარტნიორებისგან“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პრემიერის შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან და აღნიშნა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას. მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო აშშ-ის ახალ ელჩს.

„საქართველო ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს, რომელიც, რა თქმა უნდა, მოიტანს ახალ იმპულსს და ჩვენ დიდი ინტერესით ველით მის ჩამობრძანებას საქართველოში იმისთვის, რომ გაძლიერდეს, გაღრმავდეს ამერიკასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი ახალი ელჩის ჩამობრძანების, რომელთანაც ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად.

პრემიერ-მინისტრს, რა თქმა უნდა, დღეს ჰქონდა შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან, რომელთანაც ვისაუბრეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლების ძალიან გონიერ პოლიტიკას, იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდეს და განმტკიცდეს მშვიდობა და სტაბილურობა. მან ხაზგასმით აღნიშნა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების განსაკუთრებული ძალისხმევა ამ მიმართულებით“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024