ილია დარჩიაშვილი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

18 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუმინელ კოლეგას- ლუმინიცა ოდობესკუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ მჭიდრო,მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის განმტკიცებას.

„ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ამ მიმართულებით რუმინეთის მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე გამახვილდა ყურადღება. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხდა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას, მათ შორის, დაკავშირებადობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. ამ კუთხით აღინიშნა რუმინეთში გაფორმებული შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების მნიშვნელობა.

ასევე აღინიშნა გაეროს ფარგლებში ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობა. ილია დარჩიაშვილმა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტით მიიწვია.

ღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის,ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78- სესიაში მონაწილეობს. საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს“,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს