გიორგი ვაშაძე - ირაკლი კობახიძემ ჯაშუში ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეებზე მაღლა დააყენა - თუ ქართული ფინანსური სისტემა სანქცირებულ პირებს მოემსახურება, მთელი ქართული ფინანსური სექტორი დასანქცირების საფრთხის წინაშე დადგება

კობახიძემ ჯაშუში ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეებზე მაღალა დააყენა - თუ ქართული ფინანსური სისტემა აშშ- ის მიერ სანქცირებულ პირებს მოემსახურება, დასანქცირების საფრთხის წინაშე დგება მთელი ქართული ფინანსური სექტორი, რაც ნიშნავს ქვეყანაში ეკონომიკურ გაუბედურებას,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კობახიძის გუშინდელ განცხადებას, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო აქტივებზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით „პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“.

ვაშაძის თქმით, თუ ქართული ფინანსური სექტორი სანქცირებულ პირებს მოემსახურება, ტოტალური კატასტროფა მოხდება და ეს ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეეხება.

ირაკლი კობახიძემ გუშინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გამოაცხო. პირველი, ეს არის ფარცხალაძესთან დაკავშირებული განცხადება, რომ ეროვნული ბანკი თურმე არაკონსტიტუციურად იქცევა - ეს განცხადება ნიშნავს, რომ კობახიძემ ჯაშუში ფარცხალაძე უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები. თუ ქართული ფინანსური სისტემა ამერიკის მიერ სანქცირებულ პირებს მოემსახურება, დასანქცირების საფრთხის წინაშე დგება მთელი ქართული ფინანსური სექტორი, რაც ნიშნავს ქვეყანაში ეკონომიკურ გაუბედურებას, დეფოლტს, გაღარიბებას და არ გვექნება წვდომა საერთაშორისო ფინანსურ სისტემასთან. თავი დავანებოთ იმას, კობახიძე რომ სახელმწიფო დეპარტამენტს თავს ესხმის. საქართველოს მოქალაქეებზე მნიშვნელოვანი ყოფილა თურმე ჯაშუში ფარცხალაძე. თუ სანქცირებულ პირებს მოემსახურება ქართული ფინანსური სექტორი, ტოტალური კატასტროფა მოხდება, ვისაც საბანკო ანგარიშები გაქვთ, ყველას შეეზღუდება ამ ანგარიშებით სარგებლობა“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ ბრიფინგზე რეკომენდაციების შესრულების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ბორელმა სპეკულაციებს წერტილი დაუსვა, „ქართულმა ოცნებამ“ ახალი „ბლეფი“ მოიგონა.

„რაც შეეხება მეორე საკითხს, რომ ევროკავშირის რეფორმებს ატარებენ,მთელ მათ სპეკულაციას წერტილი დაუსვა ბორელმა. ევროკავშირს და ვერავის, ცრუ რეფორმებს ვერ შეატყუებენ და ქართველი ხალხისთვის მოიგონეს ახალი „ბლეფი“, რომ ვითომ 4 პუნქტის შესრულება დაიწყეს. ხელთ მაქვს ცესკო-სთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელიც თვითონ გააუარესეს. ახლა ვითომ ცვლილებას იღებენ, მაგრამ პრეზიდენტის როლს კი არ აბრუნებენ, რომ მას წარედგინა ცესკო-ს თავმჯდომარე, ისევ შალვა პაპუაშვილმა უნდა წარადგინოს და 76 ხმით დაამტკიცებენ და არა 90- ით. ამ ტყუილს არ შეჭამენ ჩვენი პარტნიორები. უნდათ, მოქალაქეებს შეატყუონ, რომ ვითომ რაიმეს აკეთებენ. იმპიჩმენტის პროცედურას არ აჩერებენ, რაზეც პირდაპირი მოწოდება მოვისმინეთ; დეოლიგაქრიზაციის უკრაინის მოდელი ვერ შეატყუეს ვერავის და ახლა ამბობენ, მოლდოვურ მოდელზე გადავდივართო, საარჩევნო კოდექსში გითხარით, რა ხდება; სასამართლოში ისევ კლანია უპირატესობაში; დეოლიგარქიზაცია კი არის დებიძინიზაცია, დეფარცხალაძიზაცია, დეკალაძიზაცია და დეღარიბაშვილიზაცია, ოთხი ოლიგარქი გვყავს რეალურად საქართველოში. პირდაპირ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟში არიან.

კანონები როცა გამოვა კომიტეტზე და სასესიო დარბაზში, ოპოზიცია, რა თქმა უნდა, თავის სიტყვას იტყვის. ყავის სმამ (სამუშაო ჯგუფებში) რომ შედეგი არ დადო, ხომ ყველამ ვნახეთ? მთელი „ბლეფი“, რაც მოიგონეს, მოქალაქეების მოტყუებაზეა გათვლილი, ისევ ბორელი უნდა ჩამოვიდეს მეორედ და თქვას, რომ ამ სისულეეებს მოეშვან?!“- განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, როგორც ვაშაძე აცხადებს, ყოველი მათი განცხადება არის დასტური, რომ ფარცხალაძის ჯაშუშურ სქემას ჰყავს თანამონაწილეები საქართველოში.

„რიგითი“ ჯაშუში ფარცხალაძის გადასარჩენად მობილიზებულია მთელი „ქართული ოცნება", რომელიც თვითონ არის პარტია „ჯაშუში“, რუსეთის ჯაშუში პარტია.

სუს- ის განცხადებაც არის რუსული გზის გაგრძელება, სუს- ი იცავს ჯაშუშ ფარცხალაძეს და იგონებს და თხზავს ამისთვის უარმავ ამბავს. სუს-ი რომ ხალხის ინტერესებს იცავდეს, ფარცხალაძეზე საქმე უნდა აღძრულიყო და ჯაშუშური ქსელი გამოვლენილიყო. ამის გაგრძელება არის "ხალხის ძალის" განცხადებაც, რომელიც არის პირდაპირ ფსბ- ში დაწერილი ნარატივი, რომ თურმე ამერიკას მოაქვს ნგრევა, რუსეთს - მშვიდობა“,- აცხადებს ვაშაძე.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024