ლევან ხაბეიშვილი - ФСБ-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძე და მისი „კლანი“ მართავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს,  საბაჟო დეპარტამენტს, ფინანსურ პოლიციას, სტრატეგიულ ობიექტებს, ბათუმისა და ფოთის პორტებს

ჩვენ დიდი ხანია ვსწავლობთ რუსული ФСБ-ს გავლენებს საქართველოში, არაერთხელ გავასაჯაროვეთ კონკრეტული მტკიცებულებები იმის შესახებ თუ როგორ ეხმარება ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული „კლანი“ პუტინის ტერორისტულ რეჟიმს სანქციებისგან თავის არიდებაში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ხაბეიშვილმა რუსული ФСБ-ს გავლენებსა და ოთარ ფარცხალაძის „კლანის“ წევრებზე ისაუბრა, რომელთა მეშვეობით, ხაბეიშვილის თქმით, ის მართავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საბაჟო დეპარტამენტსა, ფინანსურ პოლიციას, სტრატეგიულ ობიექტებს, ბათუმისა და ფოთის პორტებს.

„დღეს წარმოგიდგენთ ФСБ-ს აგენტის, ოთარ ფარცხალაძის „კლანის“ წევრებს, რომლის მეშვეობითაც რუსეთის ჯაშუში ფარცხალაძე, აკონტროლებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საბაჟოს და ფინანსურ პოლიციას, ფაქტობრივად სტრატეგიულ ობიექტებზე ვსაუბრობთ, ასევე ფოთის და ბათუმის პორტებს, სადაც მათ შორის, სავარაუდოდ, სანქცირებული ტვირთების გატარება ხდება. ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს და საბაჟო დეპარტამენტს ის აკონტროლებს ვლადიმერ ხუნდაძის მეშვეობით, რომელიც ამავე სამსახურის უფროსის მოადგილეა, თუმცა, ფაქტობრივად, განაგებს აბსოლუტურად ყველაფერს ამ უწყებაში. ფინანსთა სამინისტროში ის უზრუნველყოფს სანქცირებული ტვირთების გადაადგილებას შეუფერხებლად და უშუალოდ აკონტროლებს საბაჟოს. მისი უშუალო გავლენის ქვეშ იმყოფება ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი სოსო რამიშვილი, რომელიც პარალელურად მუშაობდა სუს-ში, რკინიგზაში და არის უჩა მამაცაშვილის ახლო გარემოცვა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ გარდა იმისა, რომ ფარცხალაძე დადასტურებული ჯაშუშია, ასევე ამ ჯაშუშურ საქმიანობაში ცხადია მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და ჩვენი ინფორმაციით, უჩა მამაცაშვილის დახმარებით მიიღო, სწორედ, ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა და აგენტურულ ქსელში, სწორედ უჩა მამაცაშვილის მეცადინეობით მოხვდა ბიძინა ივანიშვილთან ერთად და მისი მთავარი მოკავშირე ამ საქმიანობაში არის უჩა მამაცაშვილი.

ФСБ-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძე და გრიგოლ ლილუაშვილი აკონტროლებენ სტრატეგიულ ობიექტებს ქვეყანაში, მათი ლობირებით დაინიშნა ბათუმის ნავთობტერმინალში საეჭვო წარსულის (შევარდნაძის დროინდელი უშიშროების მინისტრის შვილი) და რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირი, ვინმე გივი ქუთათელაძე, პორტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად.

ФСБ-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძის და გრიგოლ ლილუაშვილის უშუალო ლობირებით გაუშვეს ბათუმის ნავთობტერმინალიდან სახელმწიფო დაცვის სამსახური და დღეს პორტს „იცავს“ შევარდნაძის პოლიციის დროინდელი მაღალჩინოსნის, სოსო ალავიძის კომპანია. ესეც, სავარაუდოდ, უშუალოდ ФСБ-ს პირდაპირი მოთხოვნა იყო.

ფოთის პორტს და ნავთობტერმინალს, ასევე, აკონტროლებს ФСБ-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძე და მისი აღმასრულებელი „ხელი“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, კომპანია „პეტროკასით“.

ეს არის არასრული სქემა, რუსული ФСБ-ს გავლენების საქართველოში, ჩვენ ვაგრძელებთ მოკვლევას, აუცილებლად ვამხელთ ყველა იმ აგენტს, ვინც წარმოადგენს ФСБ-ს ქსელს საქართველოში და ეხმარება პუტინის ტერორისტულ რეჟიმს, აზიანებს საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს . სანქციები შეგეხებათ ყველას და მალე გასამართლდებით სახელმწიფოს ღალატისთვის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო