ბათუმს სასტუმროების ქართული ბრენდ „რუმსის“ სასტუმრო შეემატა

ბათუმში განხორციელებული პროექტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, განთავსების ახალი ობიექტის საინვესტიციო ღირებულება 24 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტი კომპანია „აჭარა ჯგუფის ჰოლდინგმა” განახორციელა.

120-ოთახიან სასტუმროში მოქმედებს ორი საკონფერენციო და ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცე.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის რუმსში ამ ეტაპზე დასაქმებულია 150 პირი და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა. ახალი სეზონისთვის დასაქმებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან სასტუმრო კომპლექსს რესტორანი, ბარი და აუზი დაემატება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა