დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით აჭარის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთში დასრულდა

აჭარის დელეგაციის ვიზიტი პოლონეთში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით, დასრულდა.

აჭარის არ უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ქალაქ ვროცლავის, პშიბნიცასა და ქვემო სილეზიის ხელმძღვანელ პირებთან. განიხილეს საქართველოსა და პოლონეთის რეგიონებს, მუნიციპალიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები.

აჭარის დელეგაციის წევრებთან შეხვედრებზე პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებმა უმაღლესი საბჭოს ინიციატივით, მომავალ წელს ბათუმში დაგეგმილ რეგიონული პარლამენტების კონფერენციაში მონაწილეობის მზაობა გამოთქვეს. კონფერენცია ღია მმართველობის საკითხებს დაეთმობა.

მხარეები შეთანხმდნენ, სამომავლოდ, შუახევისა და პშიბნიცას მუნიციპალიტეტებს შორის აქტიურ თანამშრომლობაზე განათლების მიმართულებით. კერძოდ, ადრეული და სკოლამდელი, ასევე სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების მართვის კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებაზე.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, დელეგაციის წევრებთან, უმაღლესი საბჭოს წევრ - ფრიდონ ფუტკარაძესთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ - ჯაბა ფუტკარაძესთან, ბათუმისა და შუახევის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, პოლონეთის, ლუბუშის სავოევოდოს ვიცე-მარშალსა და ბათუმის პარტნიორი ქალაქის - ზელიონა გურას მერს შეხვდნენ. განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში, აჭარის დელეგაციის წევრები, საპატიო სტუმრის სტატუსით ქალაქ ზელიონა გურაში გამართულ ღვინის ფესტივალს დაესწრნენ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა