ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტს აქვს გარანტია, რომ რადიკალური ოპოზიცია მის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს, რადგან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ორივე ერთადაა გასული

სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას საერთო დღის წესრიგი აქვთ, რადგან მათ ჰყავთ საერთო პატრონი - 2018 წელს მას რადიკალები ჯაშუშს ეძახდნენ, ეს ხომ არ არის ის სტატუსი, რომელიც იცვლება?- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმის მობილიზების მოლოდინი არ აქვთ, თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ეს პროცესი ლუსტრაციისთვის კარგი იქნება.

„მას უნდა ჰკითხოთ, რატომ გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ჩვენ გვაქვს ჩვენი დასკვნები და არამხოლოდ დასკვნები, ინფორმაციები მიღებული, რატომაც გავიდა ჩარჩოებიდან. რეალურად, საერთო დღის წესრიგი აქვთ სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას, რადგან მათ ჰყავთ საერთო პატრონი, ეს არის ძირითადი მიზეზი, რატომაც გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. რისკები ამ ქალბატონთან არის დაკავშირებული და ეს ახალი ამბავი არ არის. პირველად ეს რისკები გამომჟღავნდა თუ არ ვცდები 2019 წელი იყო, როცა მან გააკეთა ისეთი განცხადებები, რამაც სახელმწიფოს უხერხულობები შეუქმნა. იმპიჩმენტი გამოცხადდა ერთი მარტივი მიზეზის გამო, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევდა „ნაციონალური მოძრაობის“ იმედად. მას აქვს გარანტია, რომ რადიკალური ოპოზიცია მხარს მის იმპიჩმენტს არ დაუჭერს, რადგან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ორივე ერთად არის გასული, ორივეს ერთად აქვს რადიკალური დღის წესრიგი. ამიტომ არ გვაქვს მოლოდინი, რომ 100 ხმა იქნება მობილიზებული, მაგრამ იმპიჩმენტის პროცედურა ბევრი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის იმით, რომ ალიანსისა ლუსტრაცია მოხდება, რაც არის ზურაბიშვილსა და რადიკალებს შორის. 2018 წელს ეს რადიკალები მას მოიხსენიებდნენ როგორც მოღალატეს, რეზიდენტს, ეს ხომ არ არის ის სტატუსი, რომელიც იცვლება? თუ ერთხელ უკვე ხარ აგენტი და ჯაშუში, აგრძელებ ამ საქმიანობას და წარმოიდგინეთ იგივე ადამიანები, ვინც უწოდებდნენ მას აგენტს, ჯაშუშს, აცხადებენ დღეს, რომ ჯაშუში უნდა დარჩეს თანამდებობაზე. რა გამოდის, ან 2018 წელს ატყუებდნენ საზოგადოებას ან დღეს მოსწონთ ჯაშუშთან ერთად მუშაობა. სხვა ლოგიკა აქ არ არის, ეს არის მარტივი ლუსტრაცია და ამ კუთხითაც კარგია იმპიჩმენტის პროცედურა,“ - განაცხადა კობახიძემ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი