ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნება“ არც კი არსებობდა, როდესაც ეს ქვეყანა ევროკავშირის სტატუსს იმსახურებდა

როდესაც კითხულობენ, საქართველო იმსახურებდა თუ არა და ახლაც იმსახურებს თუ არა ევროკავშირის სტატუსს, მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ არც კი არსებობდა, როდესაც ეს ქვეყანა სტატუსსაც იმსახურებდა, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს შეკითხვა რელევანტურიც კი არ არის და ოპოზიციაში არ არსებობს არავინ, ვინც ამბობს, რომ ეს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს.

„აქ მოვისმინე, თითქოს ოპოზიცია ხელისშემშლელია ამ პროცესის. ისიც მოვისმინე, რომ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს სტატუსის საკითხს. თითქმის ყველაფერი შესრულდაო, ესეც მოვისმინე. ძალიან კარგად იცით, რომ 12 რეკომენდაციიდან სამი პუნქტია მხოლოდ შესრულებული და დიახ, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებამდე მიიტანოს ის თუ რას აკეთებს „ქართული ოცნება“.

ევროპისკენ თუ მიისწრაფვით, მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრი პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტს იყენებს, ამაზე უმრავლესობას ადეკვატური რეაგირება უნდა გქონდეთ. როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გვეუბნება, რომ ამ ქვეყანაში მაღალ თანამდებობაზე იყო რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ადამიანი, რაც პირდაპირ ქვეყნის ღალატია, მთელი უმრავლესობა ამას კი არ უნდა გადაეფაროს და უსაფრთხოების სამსახური იმაზე კი არ უნდა ზრუნავდეს, როგორ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი უმრავლესობამ, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს