გიორგი ბოტკოველი „ქართულ ოცნებას“ - როგორც კი კორუფციისგან გამთბარ თქვენს სკამებს საფრთხე მიადგება, გადატრიალების დაანონსებას იწყებთ - გადატრიალება არის ის, რასაც თქვენ ჩადიხართ საქართველოს წინაშე

გადატრიალება იცით რას ნიშნავს? გადატრიალება არის ის, რასაც თქვენ ჩადიხართ საქართველოს წინაშე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „ქართულ ოცნებას“ მიმართა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ნამდვილად გააკეთებს შეფასებებს და გაანალიზებს ყველაფერს იმასას, რასაც ხელისუფლება ქართული სახელმწიფოს წინაშე ჩადის.

„როგორც კი კორუფციისგან გამთბარ თქვენს სკამებს საფრთხე მიადგება, არეულობის და გადატრიალების დაანონსებასიწყებთ. გადატრიალება იცით რას ნიშნავს? გადატრიალება არის ის, რასაც თქვენ ჩადიხართ სახელმწიფოს, საქართველოს წინაშე. ქვეყნის კურსის ცვლილებით და რუსეთთან მიკედლებით ხართ დაკავებულები, სწორედ ეს არის გადატრიალება, სხვა არაფერი. რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ებრძვით ქართველ ცოცხალ გმირებს. მიხეილ ბატურინი ახსენეთ, ადამიანი, რომელიც მძიმედ იყო დაჭრილი, ძლივს გადაურჩა სიკვდილს და მას გადატრიალებას აბრალებთ.

გია ლორთქიფანიძეს, რომელიც ნამდვილად ჩვენი სახელმწიფოს ცოცხალი გმირია და ასევე, ცოცხალი გმირი უკრაინის სახელმწიფოში, ებრძვის რუსეთს, გადამტრიალებელს უწოდებთ, ასევე მამუკა მამულაშვილს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იცავენ საქართველოს ინტერესებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის თქვენი ინტერესები, მეტი არაფერი არ არის. სამი დღე ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ხმას ვერავინ გაღებინებდათ და კომენტარს ვერ გაკეთებინებინებდენ ფარცხალაძეზე. სამი დღის მერე დაიწყეთ უკვე დაცვა. რა თქმა უნდა, დაგაცვევინებთ ივანიშვილი. დაგავალებთ ფარცხალაძის დაცვას იმიტომ, რომ ფარცხალაძე იყო, ვინც თქვენი სანუკვარი ოცნება აახდინა და ბრალი წაუყენა მიხეილ სააკაშვილს, ბრალი წაუყენა ყველა იმ ადამიანებს, ვინც ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შექმნეს. ეს არის თქვენი ინტერესები და მეტი არაფერი,“-განაცხადა ბოტკოველმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ყველაფრით ხელისუფლება ცდილობს გადაფაროს ის პრობლემები, რომელიც ქვეყანაშია.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს