გიორგი ჩაკვეტაძე - ევროკომისიის 12 პუნქტს ჯერჯერობით ისევ „ქართული ოცნება“ ასრულებს

„ევროკომისიის 12 პუნქტს ჯერჯერობით ისევ „ქართული ოცნება“ ასრულებს, არადა დეპოლარიზაციის და არა მხოლოდ ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი იქნებოდა ოპოზიციის ჩართულობა“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თავად ევროკომისია აღიარებს, რომ 3 პუნქტი სრულად არის შესრულებული და 7 პუნქტის მიმართულებით ქვეყანას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.

„რომელ დეპოლარიზაციაზეა საუბარი, გუშინ კარგად ვიხილეთ თუ რას აპირებენ ეს ადამიანები - არეულობას და დესტაბილიზაციას. პირდაპირ ეთერშიც აღარ მალავენ უკვე, რომ საქართველოს მტრობით არის დაკავებული ეს ჯგუფი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს „კოვზიც ნაცარში ჩაუვარდებათ“. სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ისე როგორც ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული და ამ ყველაფერს კარგად ხედავს ქართული საზოგადოება. მე იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს დაინახავს ევროკავშირიც. ის რაც შარშან არ მოხდა, კანდიდატის სტატუსი მონიჭება, იმედი მაქვს, რომ წელს ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა