„რუსთავის წყალმა” მშვიდობისა და გაგარინის ქუჩებზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები გადადო - მოსახლეობის წყალმომარაგება აღარ შეეზღუდება

20 სექტემბერს, კომპანია „რუსთავის წყლის” მიერ ხრამის სათავე ნაგებობის მაგისტრალურ ქსელზე და მშვიდობისა და გაგარინის ქუჩებზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები გადაიდო.

ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავის წყალი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქ რუსთავის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება აღარ შეეზღუდება.

სამუშაოების შესრულებისა და წყალმომარაგების შეზღუდვის განახლებულ ვადებთან დაკავშირებით ინფორმაციას კომპანია ,,რუსთავის წყალი" დამატებით გაავრცელებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა