პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი „ჩააგდო“

3-მომხრე, 2 - წინააღმდეგი - კენჭისყრის ამ შედეგით პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი „ჩააგდო“.

უმრავლესობის დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივას კენჭი მესამე მოსმენით ეყარა.

კენჭისყრის პროცედურის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს მიმართა, რომ პროექტისათვის მხარი არ დაეჭირათ. როგორც მმართველი გუნდი განმარტავს, დეოლიგარქიზაციის საკითხზე მომზადებულია მთავრობის სამოქმედო გეგმა, რომლის პირობებშიც პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტმა პრაქტიკული აქტუალობა დაკარგა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა