გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს მოვუწოდებ, რუბიკონი გადალახულია, წითელი ხაზები გავლებული, გაემიჯნეთ რუსულ ჯაშუშურ პარტიას, გადმოდით ნათელ მხარეს

ფარცხალაძის საქმე გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი კონკრეტული პირის საქმე, ამან ამხილა მთელი დანაშაულებრივი ჯაშუშური სისტემა, რომელიც საქართველოშია ჩამოყალიბებული, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა

გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდებს, ოპოზიციის რიგებს შეუერთდნენ.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვინც არის მან უნდა იცოდეს, რომ რუსული ჯაშუშების პარტიაა „ქართული ოცნება“ და რუსი ჯაშუშების პარტიას საქართველოში მხარდაჭერა ვერ ექნება და ჩამოიშლება. „ქართულ ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს, ყველას მოვუწოდებ, რომ რუბიკონი გადალახულია უკვე, წითელი ხაზები გავლებულია, გაემიჯნეთ „ქართულ ოცნებას“, გაემიჯნეთ რუსულ ჯაშუშურ პარტიას. გადმოდით ნათელ მხარეს, დაგვიკავშირდით, შემოგვეხმიანეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ გადაცემაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებასაც უპასუხა, სადაც ნათქვამია, რომ „სირცხვილია, როდესაც ვაშაძე ლაპარაკობს ევროპულ ღირებულებაზე“.

გიორგი ვაშაძე მოუწოდებს ალუდა ღუდუშაურს, რომ „ჯაშუშ ფარცხალაძეს“ გაემიჯნოს.

„ფარცხალაძე არის ჯაშუში. მე ვუსვამ კითხვას ალუდა ღუდუშაურს და კოლექტიურ ალუდებს, ვინც არიან ახლა „ქართულ ოცნებაში“ - ემიჯნებით ჯაშუშ ფარცხალაძეს თუ მიჰყვებით ჯაშუშურ რუსულ საფლავში?“ - განაცხადა ვაშაძემ.

როგორც გიორგი ვაშაძემ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, დღეს, საქართველოს ოთხი ოლიგარქი მართავს: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ოთარ ფარცხალაძე და კახა კალაძე.

„ფაქტობრივად დღეს ჩვენ ოთხი ოლიგარქი გვყავს საქართველოში, ვისი დეოლიგარქიზაციაც უნდა მოხდეს, ესენია: ბიძინა ივანიშვილი, ამერიკის მიერ „ეფესბეს“ ჯაშუშად და ოლიგარქად მხილებული ფარცხალაძე, კალაძე და ღარიბაშვილი, რომლებმაც თავისი ოლიგარქიული, ჩარტერული გაბლატავება მოაწყვეს ხალხის და სახელმწიფოს ხარჯზე, რითაც საკუთარი თავი ამხილეს, რომ ჩვეულებრივი ოლიგარქები არიან ამ ქვეყანაში და ძალიან დიდძალ ქონებას დაეპატრონენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის