„ლელო“ - აშშ-ის მიერ სანქცირებული ფარცხალაძის ბედი ნათია თურნავას გადაწყვეტილებით, ასევე ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადასაწყვეტი ხდება, ეს ხელისუფლების არაადეკვატურობის და ანტიეროვნულობის მაგალითია

სებ-ის ბრძანება ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არის სრულად მიტაცებული - ამ გადაწყვეტილებით საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის პოლიტიკას, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „ლელო” ავრცელებს, რითაც ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რომ არა ბიძინა ივანიშვილის პირადი მითითება ვერავინ გაბედავდა ეროვნული ბანკის მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას.

„საქართველოს სახელმწიფოს მიმართ მტრული სახელმწიფოს დაზვერვის სამსახურის ინტერესების გატარებაში ბრალდებული პირის ინტერესების დასაცავად, სებ-ი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს საბანკო სისტემას და მის რეპუტაციას და ყველა მოქალაქეს ვინც ამ სისტემით სარგებლობს, ეს ნაბიჯი არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ დივერსიის ტოლფასი. ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მიერ სანქცირებული ფარცხალაძის ბედი, ნათია თურნავას და საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ასევე ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადასაწყვეტი ხდება, ეს კიდევ ერთი მაგალითია ამ ხელისუფლების არაადეკვატურობის და ანტიეროვნულობის. ამ გადაწყვეტილებით საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის პოლიტიკას. რუსული ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟს“, - ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია.

აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას თავად ეროვნული ბანკი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება