გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო  სამუშაოების გამო, 20 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

„თბილისში - 11:00-დან 18:00 საათამდე დიდი დიღმის დასახლებისა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

მცხეთაში - 11:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: მუხრანსა და ქსოვრისის.

დუშეთი - 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ქერანას, თანიანთკარს, გუდაურს, ზემო მლეთას, ოძის, ილტოზასა და მიმდებარე სოფლებს.

რუსთავში - 12:00-დან 18:30 საათამდე 21-ე მიკროსა და მიმდებარე ტერიტორიების მცირე ნაწილს.

გარდაბანში - 12:00-დან 18:30 საათამდე სოფლებს: კალინინოს,თაზაქენდის, კარათაკლიასა და მიმდებარე სოფლებს.

წალკაში - 14:00-დან 16:00 საათამდე სოფლებს: აჭკალას, არწივანისოზნისა და მიმდებარე სოფლებს”, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.