ქუთაისში „ნინოშვილის სკვერის“ რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისში „ნინოშვილის სკვერის“ რეაბილიტაცია დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, განახლებულ სარეკრეაციო სივრცეში მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მინი-მოედანი.

„განახლდა შადრევანი, სარწყავი და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდა თანამედროვე განათება. მრავალფეროვანი გახდა პარკის დენდროლოგიური ნაწილი, დაირგო ახალი და მოწესრიგდა უკვე არსებული მრავალწლოვანი მცენარეები. სკვერი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. პარკის რეაბილიტაცია 1 250 736 ლარი დაჯდა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა