ხათუნა სამნიძე -  უნდა შევქმნათ წინააღმდეგობის ფრონტი რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს მშვიდობიან პროტესტს - ქვეყნის ევროპულ მომავალს ივანიშვილს და „ეფესბეს“ ქვეშევრდომებს არ გავატანთ!

ჩემი აზრით, ეს არ არის ნაკლებ დამაზიანებელი, ვიდრე იყო რუსული კანონის მიღება, ამიტომ ცხადია ჩვენი პროტესტი არის ძალიან მწვავე, რადგან ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, ბიძინა ივანიშვილს და „ეფესბეს“ სხვა ქვეშევრდომებს, რუსეთის დავალებით არ გავატანთ! - ამის შესახებ დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია აპირებს მშვიდობიან პროტესტს მანამ, სანამ ქართველ ხალს პოლიტიკურ ძალაუფლებას არ დაუბრუნებენ.

„დღეს ბევრი აქციაა დაგეგმილი იმიტომ, რომ რუსული ხელისუფლება უკვე ყელში ამოუვიდა ყველას. პარლამენტთან შეიკრიბნენ კულტურის მხარის წარმომადგენლები, ეროვნულ ბანკთან კი სხვა ხალხი. ჩვენ უნდა შევქმნათ დიდი წინააღმდეგობის ფრონტი რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს მშვიდობიან პროტესტს. ნიშნავს ბრძოლას პარლამენტში და პარლამენტის გარეთ სანამ არ მივაღწევთ ამ ქვეყნის პოლიტიკური ძალაუფლების დაბრუნებას ქართველი ხალხისთვის და ჩვენი კონსტიტუციის შესაბამისად ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულებით სვლას არ გავხდით ამ ქვეყნის საგარეო კურსს ისევ, კიდევ ერთხელ“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო